სამუშაო საათები
09:00 - 22:00
მიტანის სერვისი
მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით
GE37TB7011445064300065
ვიტამინები
b - კომპლექსი +b12 180-ტაბლეტი
45₾
ბ-ჯგუფის ვიტამინები
180-კაფსულა
b ჯგუფის ვიტამინები ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
b-ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს უჯრედში მიმდინარე პროცესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს , ცილების, ნახშირწყლების, ნივთიერაბათა ცვლის რეგულირებაში და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.
b-ჯგუფის ვიტამინები აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს როგორც ფიზიკური ისე ემოციური და მენტალურ ჯანმრთელობისთვის. b-ჯგუფის ვიტამინების ყოველდღიური მიღება აუცილებელია ვინაიდან ორგანიზმში მუდმივად საჭიროებს მათით შევსებას.
b-კომლექსის რეგულარული მიღება ამცირებს სტრესს, არეგულირებს მეტაბოლიზმს, ავსებს სხეულს ენერგიით და b ვიტამინი პასუხისმგებელია თქვენი კანის მდგომარეობაზე.
b-კომპლექსი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძირითადი ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.
b ვიტამინების დეფიციტის ნიშნებია: ამცირებს გონებრივ შესაძლებლობებს, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და თავის ტკივილი, სისხლძარღვების, ნერვული სისტემის მოშლა და სისხლში ქოლესტერინის დონის მატება.
მიღების წესი: 2-ტაბლეტი დღეში ჭამის დროს.
⚠️გაფრთხილება: თუ გაქვთ ლაქტაციის პერიოდი ან ხართ ფეხმძიმედ, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ვიტამინები a c e და სელენი ანტიოქსიდანტების ნაკრებ ...
40₾
ვიტამინები a, c, e და სელენი.
ბუნებრივი ანტიოქსიდანტი
60_კაფსულა
ოთხი ძირითადი ანტიოქსიდანდტი ერთ ფორმულაში.
საუკეთესო საშუალება თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლისთვის.
ანტიოქსიდანტი არის ნივთიერება, რომელიც იცავს ორგანიზმს დამაზიანებლებისგან, კონკრეტულად, თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც არაჯანსაღი გარემო თუ კვებისგან ხვდება ჩვენს ორგანიზმში.
თავისუფალი რადიკალები აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, იმუნიტეტის დაქვეითებას, ზრდის სიმსივნური დაავადების განვითარების რისკს.
ნივთიერებებს შორის, რომლებიც მავნე თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, ყველაზე გავრცელებულებია ვიტამინი a, ვიტამინი c, ვიტამინი e და სელენი.
ანტიოქსიდანტების საკმარისი რაოდენობის მიწოდება ხელს უწყობს ორგანიზმს, თავად გაუმკლავდეს დაავადებებს.
მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს.
ვიტამინი - d3
40₾
ვიტამინ - d3
100-კაფსულა
5000ui
ადამიანი ვიტამინ d3-ს იღებს ორი გზით: ამ ნივთიერების ნაწილს საკვებიდან ვღებულობთ, მაგრამ მას შეუძლია ორგანიზმიც წარმოიქმნას. ამისათვის ულტრაიისფერი სხივი უნდა მოხვდეს კანზე. სწორედ ამიტომ უწოდებენ ვიტამინ d3-ს “მზის ვიტამინს".
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვიტამინი d3 აუცილებელია:
ძვლებისა და კუნთების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის
სხეულისთვის, ვინაიდან ხელს უწყობს “სამშენებლო მასალას” კალციუმისა და ფოსფორს – წვრილ ნაწლავში შეწოვას
ვიტამინი d3-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს:
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სერიოზული დარღვევები
ორგანიზმის გამოფიტვა
ბავშვებში რაქიტისა და მოზრდილებში ოსტეოპოროზის განვითარება
d3 ვიტამინის დონის მინიმალური დაქვეითებითაც კი, ლეიკოციტებს აღარ აქვთ საკმარისი მასალა ფერმენტების წარმოებისთვის, რომელთა დახმარებით ისინი ამოიცნობენ და ანადგურებენ საფრთხეებს და იმუნიტეტი სუსტდება – ადამიანი უფრო ხშირად იწყებს ავადმყოფობას და სხეული უფრო მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავს გამოჯანმრთელებისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტამინ d3-ის დონის კონტროლი შემოდგომასა და ზამთარში. “გაციების” სეზონი ტვირთავს იმუნურ სისტემას, ხოლო მოკლე დღის შუქი სხეულს არ აძლევს საშუალებას მიიღოს “მზის” ვიტამინი d3.
საბავშვო ომეგა-3 + a, e, c, d3
42₾
გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის საბავშვო ომეგა 3-ს რომლის დასამზადებლადაც გამოყენებულია ვირთევზას ღვიძლის ქონი.
60-ჟელატინის დრაჟე
იგი ასევე შეიცავს a, e, c და d3 ვიტამინს, რის გამოც იგი გახლავთ შეუცვლელი და აუცილებელი პროდუქტი ბავშვის ზრდისა და გონებრივი განვითარებისთვის.
ვირთევზას ქონის უსიამოვნო გემოს გამო, ხშირად ბავშვები უარს ამბობემ მის მღებაზე სწორედ ამიტომ, საბავშვო ომეგა 3 -ს აქვს ხილის სასიამოვნო გემო, რაც ბავშვებისთვის მიმზიდველია და სიამოვნებით იღებენ.
საბავშვო ომეგა 3 გახლავთ ტვინის საკვები ნივთიერება რომელიც ხელს უწყობს, ბავშვის ნერვული სისტემის ზრდასა და განვითარებას.
საბავშვო ომეგა-3 მიღების წესი: 6-თვიდან 3-წლამდე 1 - ჟელატინის დრაჟე.
3-წლიდან 5-წლამდე ბავშვებისთვის: 2 - ჟელატინის დრაჟე
კალციუმი მაგნიუმი თუთია + d3
40₾
კალციუმს, მაგნიუმს, თუთიასა და ვიტამინ d3
90_კაფსულა
კალციუმი-1000მგ.
მაგნიუმი-400მგ.
თუთია-15მგ.
d3-400ui
აღნიშნული ნივთიერებათა კომბინირებულ მიღებას, მრავალი დადებითი თვისება გააჩნია:
ხელს უწყობს იმუნიტეტის გაუმჯობესებას
ამაგრებს როგორც სახსრებს
Ხელს უწყობს კბილებს სიმტკიცეს
21st century კალ. მაგ. თუთიასა და ვიტამინი d3-ს კომბინაცია ასევე ეხმარება გულისა და კუნთების ფუნქციონირებას
რაც შეეღება მიღება მიღების წესს: დღეში 3 ტაბლეტი კვებასთან ერთად (არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას)
მულტივიტამინი ქალბატონებისთვის
30₾
რა არის მულტივიტამინები
სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელსაც არ გამოიმუშვებს ადამიანის ორგანიზმი. კვებასთან ერთად საჭირო ხდება დანამატის სახით მისი მიღება.
რა გავლენა აქვს მულტივიტამინებს ორგანიზმზე?: მულტივიტამინები, რომელიც შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, უზრუნველყოფს ტვინის ფუნქციონირებას, ვიტამინი b მატებს ენერგიას, ვიტამინი d კი აუმჯობესებს იმუნიტეტს.
შეიძლება ყოველდღიური მიღება?:
იმ შემთხვევაში თუ მულტივიტამინების კომპლექსის შემადგენლობაში საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალებია და დაცული იქნება მიღების დოზა. თუ გეეჭვებათ მისი მიღება, შეგიძლიათ ექიმთან შეათანხმოთ.
მოქმედებს კანზე?
ვიტამინი c, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რისი წყალობითაც კანი ხდება ელასტიური და მცირდება ნაოჭები.
მულტივიტამინები უმკლავდება დაღლილობის შეგრძნებას?
ეს დაღლილობის წამალი არ არის, თუმცა დამხმარეა მასთან გამკლავებაში, რადგან მასში შემავალი რკინა აუმჯობესებს ჟანგბადის ცირკულაციას და მაგნიუმი მატებს ენერგიას. მულტივიტამინები იმუნიტეტს აძლიერებს და მედეგს გვხდის დაავადებებთან.
საჭიროა ვარჯიშის დროს?
ვარჯიში რომელიც მოითხოვს დიდ ფიზიკურ დატვირთვას, ამ დროს იკარგება ბევრი ენერგია და ორგანიზმი საჭიროებს შევსებას.
ვიტამინი a - 750mcg
ვიტამინი c - 60mg
ვიტამინი d - 1,000iu/25mcg
ვიტამინი e - 10.2 mg
ვიტამინი k - 25mcg
თიამინი (ვიტამინი b-1) - 1.5mg
რიბოფლავინი (ვიტამინი b-2) - 1.7mg
ნიაცინი - 20mg
ვიტამინი b-6 - 2mg
ფოლატი (400mcg ფოლიუმის მჟავა) -
667mcg dfe
ვიტამინი b-12 - 6mcg
ბიოტინი - 300 mcg
პანტოთენური მჟავა - 10mg
კალციუმი - 500mg
რკინა - 18mg
იოდი - 150mcg
თუთია - 15mg
სელენი - 20mcg
სპილენძი - 2mg
მანგანუმი - 2mg
ქრომი - 120mcg
მიღების წესი: 1 _ტაბლეტი დღეში ჭამის დროს.
ვიტამინი - k მენადიონი
45₾
ვიტამინი - k მენადიონი
✅ ცხიმში ხსნადი ვიტამინი k მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებისა და ჭრილობების შეხორცებისას.
✅ ის ასევე უზრუნველყოფს ძვლების სიჯანსაღეს, რადგან ხელს უწყობს კალცის ათვისებას.
✅ ასტიმულირებს ღვიძლის მიერ პროთრომბინის გამომუშავებას.
✅ ვიტამინი k გამოიყენება ოპერაციის წინა პერიოდში, ანელებს სისხლდენას.
✅ ღვიძლის ან კუჭნაწლავის დაავადების დროს ძნელდება ვიტამინი k-ს ბუნებრივი გზით სინთეზირება.
✅ მისი დეფიციტი სისხლის შედედების უნარის შემცირების გარდა, იწვევს ოსტეოპოროზს(მსხვრევად ძვლებს), რადგან ვერ ხდება კალცის სათანადოდ ათვისება.
➡️ მისი დეფიციტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების და ანტიკოაგულანტების ხშირმა გამოყენებამ.
➡️ მიღება: 1 აბი კვების დროს.
⚠️ გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე მოერიდეთ მიღებას. თუ ღებულობთ სისხლის გამათხელებლებს და სხვა მედიკამენტებს ან გეგმავთ რაიმე სამედიცინო პროცედურებს, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
კომპანია "piping rock" 40 წელზე მეტია აწარმოებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა მცენარეულ პროდუქტებს. პროდუქტის წარმოება ხდება gmp_ის უმაღლესი სტანდარტების მიხედვით.
e ვიტამინი - 400 iu
45₾
e ვიტამინი - 400 iu
100კაფსულა, 268მგ.
ვიტამინი, რომელსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ ის შეუცვლელია და საჭიროებს საკვებთან ერთად მიღებას.
e ვიტამინი:
✔️ ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ჩვენში არსებულ ნივთიერებებს იცავს ზეჟანგვითი ცვლილებებისგან.
✔️ ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ქსოვილის უჯრედებს.
✔️ ხელს უწყობს ორგანიზმში a ვიტამინის ათვისებას.
✔️ ამცირებს კაპილარებში მომატებულ განვლადობას.
✔️ აელასტიურებს სისხლძარღვებს.
✔️ იცავს კარდიო-ვასკულარულ(გულ-სისხლძარღვთა) სისტემას.
✔️ ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
✔️ კვებავს საშვილოსნოს კუნთებს,
✔️ მნიშვნელოვანია ჩონჩხის კუნთების განვითარებისთვის.
✔️ ზრდის ანტიეპილეფსიური საშუალებების ეფექტურობას.
✔️ ანელებს კანის დაბერებას.
e ვიტამინის დეფიციტის დროს:
❗ ორგანოები კარგავენ ელასტიურობას,
❗სისხლძარღვები ხდება მსხვრევადი,
❗კუნთოვანი მასა დუნდება(დისტროფია),
❗ჩნდება სათესლე ჯირკვლის პრობლემები,
❗ძნელდება ორსულობის შენარჩუნება,
❗ვითარდება დიათეზი.
e ვიტამინი შეიწოვება ნაღვლის და თირკმლისზედა ჯირკვალის ნორმალური ფუნქციონირებით.
მიღება: დღეში 1კაფსულა საკვებთან ერთად.
⚠️ გაფრთხილება: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების გაძნელება.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიღებას მოერიდეთ.
ფუტკრის რძე კაფსულებში
65 ₾
55₾
ფუტკრის რძე კაფსულებში
100-კაფსულა/ერთი კაფსულა არის 500 მილიგრამი
➡️ ფუტკრის რძე წარმოადგენს არაჟნისებურ, გაუმჭირვალე, თეთრ ან კრემისფერ მასას მოტკბილო-მომჟავო გემოთი და სპეციფიკური არომატით. ლიოფილური რძე მაღალჰიგროსკოპიული, თეთრი ან კრემისფერი ფხვნილია, რომელიც ტენიანობის დროს წებოვანი ხდება.ფუტკრის რძე ერთადერთი უნიკალური ნივთიერებაა რომელიც ადამიანისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას შეიცავს.
ფუტკრის რძე მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით და სხვ. მასში 45% ცილებია; 20% თავისუფალი ამინომჟავებია, 20% - ნახშირწყლები და 15% - ცხიმები.
ქიმიური შემადგენლობა
ვიტამინები:
b1, b2, b3, b4, b5, b6, b7, b8, b9, b12, c, a, d, pp, e
ნივთიერებებ
მიკრო ელემენტები
ცინკი,კალიუმი , მარგანეცი, , ფოსფორი, ქრომი,ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი,სპილენძი , კობალტი, , ვერცხლი, ოქრო, ვისმუტი, ალუმინი,რკინა,ნიკელი, და კიდე 100 სხვადასხვა ელემენტს შეიცავს.
ამინომჟავები:
ასპარგინი, , ცისტეინი, ლეიცინი,, ლიზინი, ვალინი, , იზოლეიცინი, არგიმინი,ტრეონინი, ჟელატინი,სერინი, მეტიონინი, გლუტამინი, ტრიფტოფანი, პროლინი, ოქსიპროლინი,გისტიდინი, გამა-გლობულინი,გლიკოკოლი.
ფუტკრის რძის შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია. მასში შემავალი ცილები ანალოგიურია ადამიანის სისხლში შემავალი ცილების მსგავსია.
ფუტკრის რძის სამკურნალო გამოყენება. ფუკტკრის რძე გამოიყენება , ათეროსკლეროზის,გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის,სტენოკარდიის, ნერვოზის, დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.
ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ორგანიზმის მედეგობას ინფექციის წინააღმდეგ, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს და ავითარებს მეხსიერებასა და საგრძნობლად მოქმედებს მხედველობაზე.
არის ძლიერი სტიმულატორი. ყველაზე მთავარი თვისება ფუტკრის რძის არის ის, რომ სტიმულირებას უკეთებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს.
არის ძლიერი იმუნო-სტიმულატორი აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით სისტემას. ორგანიზმი მდგრადია გაციებისა და ვირუსული დაავადებების მიმართ.
ფუტკრის რძე მასში შემავალი მჟავების წყალობით არის ძლიერი ანტიბაქტერიული, ბაქტერიოსტატიკური და ბაქტერიოციდული ნივთიერება.
უშვილობა. მას ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალო დ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ჯანსაღ განვითარებას და დედის ორგანიზმში ლაქტაციის სტიმულირებას.
ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. ფუტკრის რძე აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. მისი მიღება მიზანშეწონილია ფიზიკური დატვირთვების დროს. ასევე კრგია აბიტურიენტებისთვოს და იმ ადამიანებისთვის ვინც გადატვირთული გონებრივი სამუსაოთი არის დაკავებული.
ნერვული სისტემა. ფუტკრის რძე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას.
ასევე შარდსასქესო სისტემალის,
მენსტრუალური ფუნქციის მოშლა.
კლიმაქსური სინდრომი.
პროსტატის ჯირკვლის ადენომა.
ქრონიკული პროსტატიტი.
იმპოტენცია.
შარდის შეუკავებლობა.
დიაბეტი
სისხლში დაბლა წევს შაქრის დონეს.
თვალები
აუმჯობესებს მხედველობას.
გლაუკომა.
კატარაქტა.
თვალის დამწვრობები.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტი
გასტრიტი.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
ბუასილი.
კოლიტი.
ყაზბობა.
თავის ტკივილები გამოწვეული მიგრენით, ჰიპერტონიით და გადაღლლობით
ასტენია, ნევრასტენია და ისტერია.
ნევროზები.
ფსიქოზი.
შიზოფრენია.
ეპილეფსია.
ორგანიზმის გაწმენდა
რადიოაქტიური დასხივება.
ტოქსიკური ნივთიერებების ქრონიკული ზემოქმედება.
აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების გმოდევნას, მძიმე მეტალების.
სხვადასხვა წარმოშობის ღვიძლის ანთება.
ღვიძლის ცეროზი.
ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის სადინარების ანთებითი პროცესები.
კანი
თმის ცვენა.
დერმატიტი.
ნეიროდერმიტი.
მიკრობული ეგზემა.
კანის ჩირქოვანი დაავადებები.
ფსორიაზი.
კანის ადრეული დაბერება.
დამწვრობა და ჭრილობები.
ფუტკრის რძე კაფსულებში მოთავსებულია მშრალი ფხვნილის სახით. ვინაიდან ნედლი სახით მისი შენახვა მაცივრის გარეშე შეუძლებელია. ასეთი სახით კი ის დიდი ხნის განმავლობაში ინახება..
მიღების წესი: დღეში 1-კაფსულა ერთჯერ.
⚠️ გაფრთხილება: არ მიიღოთ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ მიიღოთ ცარიელ კუჭზე.
a ვიტამინი
33₾
ვიტამინი a (ბეტა-კაროტინი)
ვიტამინი a წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. იგი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი მხედველობისთვის, კანის, თმების, ცხვირის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსისა ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აგრეთვე ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის, ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცებას. a ვიტამინის სინონიმია რეტინოლი, ხოლო მის მსგავს ნივთიერებებს რეტინოიდებს უწოდებენ. ბეტა-კაროტინი არის ვიტამინი a-ს წინამორბედი, მას აგროვებს კანი და შემდგომში გამოიყენება ვიტამინი a-ს სინთეზისათვის. რაც შეეხება ბეტა-კაროტინის სიჭარბის დროს, ის ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. ბეტა კაროტინი წარმოადგენს რეტინოიდს, რომლისგანაც სინთეზირდება a ვიტამინი.
a ვიტამინის შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში, ბეტა კაროტინიც შეწოვის შემდგომ გარდაიქმება რეტინოის მჟავად, რომელიც აუცილებელია ქსოვილების დიფერენციაციისთვის და ზრდისთვის. ამიტომაც უწოდებენ მას ზრდის ვიტამინს.
რეტინოლის ოქსიდაციით მიიღება როდოფსინი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე სინათლის მიმართ მგრძნობიარე პიგმენტს, ამიტომ ის მნიშვნელოვანია ღამის ხედვის დროს. როდესაც a ვიტამინის ნაკლებობაა, ვითარდება ღამის სიბრმავე (იგივე ქათმის სიბრმავე), ანუ ადამიანები შებინდებულზე კარგად ვერ ხედავენ.
ვიტამინი a განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდა განვითარებისთვის და მხედველობისთვის.
ვიტამინი a მნიშვნელოვანია:
იმუნური სისტემისთვის.
მხედველობისთვის
კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილების ზრდისთვის
რეგენერაციისთვის.
გენების ტრანსკრიპციისთვის
ძვლების მეტაბოლიზმისთვის
ჰემატოპოეზისთვის (სისხლის წარმოქმნა)
კანის და უჯრედული ჯანმრთელობისთვის.
a ვიტამინის უკმარისობის ნიშნები.
ჭრილობები ცუდად და ნელა ხორცდება.
ზიანდება კანის საფარველი, რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარით და კანის აქერცვლით.
კანის ადრეული დაბერება, დანაოჭება.
მხედველობის დაქვეითება,სიბრმავე დაბალი განათების დროს.
ცისფერი და ყვითელი ფერების გარჩევადობისა და
მხედველობის სიმახვილი დაქვეითება.
თვალის სიმშრალე.
სილის შეგრძნება თვალებში.
თმის ცვენა, ქერტლი.
კბილზე ემალის მგრძნობელობის მომატება და კბილის დაზიანება.
მადის დაქვეითება, გახდომა.
მიღების წესი: ერთი კაფსულულა ერთჯერ დღეში.
⚠️ გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ
ომეგა - 3 90-კაფსულა
35₾
ომეგა - 3
90-კაფსულა/ ერთი კაფსულა არის 1000მგ.
✅ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც "შეუცვლელს" უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან.
✅თევზის ქონი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ზოგადად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში. მას გააჩნია ბევრი სასარგებლო თვისებება;
✅აქტიურად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს მხედველობას. იცავს თვალის ბადურას ჩამოშლისაგან, ხსნის დაძაბულობასა და სპაზმს, წმენდს მხედველობას.
✅ომეგა-3 იცავს და კვებავს ტვინს უჯრედულ დონეზე.ომეგა-3 _ის მჟავები აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის როგორიც არის სინაფსური გადაცემა უჯრედებს შორის, ომეგა-3_ის ნაკლებობა იწვევს ინტელექტისა და ლოგიკური აზროვნების დარღვევას.
✅ომეგა-3 პირველად ჩაიწერა ისტორიაში როგორც საუკეთესო საშუალება გულ–სისხლძარღვთა, ინფარქტისა და გულის იშემიური დაავადებებთან საბრძოლველად.აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას, შესაბამისად რეგულირდება არტერიული წნევა.
✅ომეგა-3 აქტიურად მოქმედებს ძვალ-სახსროვან, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ხელს უწყობს ადრეულ ასაკში ძვლის ფორმირების აქტივაციას და ხელს უშლის ასაკის მატებასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილების გაუხშოებას,რაც ოსტეოპოროზს იწვევს. ომეგა-3_ის ცხიმოვანი მჟავები უნარჩუნებს ელასტიურობას სახსრების შემაერთებელი ქსოვილის ელემენტებს მყესებს, იოგებს, სახსრების კაფსულებს, სასახსრე ხრტილს, აუმჯობესებს სახსრებს შიგნით შეზეთვის თვისებას. აქტიურად მოქმედებს სახსარ-შიდა ანთებითი პროცესების დროს, ასეთ დროს სახსარს იცავს დაზიანებისაგან და აქვს ტკივილ-გამაყუჩებელი ეფექტიც.
✅ომეგა -3 მჟავები ხელს უშლიან კანის დაბერებას და ამას რამდენიმე გზით აკეთებენ. მათ აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. რეგულარული მიღებისა კანის ელასტიური კოლაგენური ბაზა წყვეტს ზედმეტად ნგრევას და თანდათანობით ახლდება, კანი ინარჩუნებს სიმტკიცესა და ახალგაზრდობას. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.
1-აძლიერებს იმუნიტეტს
2-აუმჯობესებს მხედველობით პიგმენტებს
3-სასარგებლოა თმისთვის, ფრჩხილებისა და კანისთვის
4-აუმჯობესებს და იცავს დაზიანებისგან ტვინის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ლოგიკურ აზროვნებას. იცავს ტვინს კაპილარული დაავადებისაგან, რეგულარული მიღება ფაქტიურად გამორიცხავს ინსულტის რისკს.
5-არეგულირებს გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს
6-ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს ძარღვების კედლებს და უნარჩუნებს ელასტიურობას
7-ამცირებს ინსულინისადმი მდგრადობას და დიაბეტის გაჩენის რისკს
8-არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
9-ამაღლებს შრომისუნარიანობას.
10-ფართოდ იყენებენ ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი: ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში
⚠️გაფრთხილება: ინდივიდუალური აუტანლობა.
ბიოტინი
50₾
ბიოტინი b7
60 კაფსულა, 10 000 მკგ.
ვიტამინი ბიოტინი b7 აბების სახით.
იგი არის შეუცვლელი, წყალში ხსნადი ვიტამინი, შედის ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. სინთეზირდება ნაწლავებში.
ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების გადამუშავებას.
აწესრიგებს მეტაბოლიზმის.
აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
ბიოტინი b7 შეერწყმის ინსულინს, რაც სისხლში შაქრის დონეს ასტაბილურებს.
ზრდის c ვიტამინის ათვისებას.
ფერმენტთა ქომპლექსების ფორმირებაში მონაწილეობს.
ბიოტინი ხელს უწყობს სილამაზეს, კანის ჯანმრთელობას და ელასტიურობას.
ანელებს დაბერებას და ჭაღარა თმების გაჩენას.
რა იწვევს ბიოტინის ნაკლებობას?
ანტიბიოტიკები, სპირტიანი სასმელები და ზედმეტად ცხიმიანი საკვები.(სწრაფი კვება)
ბიოტინის ნაკლებობის ნიშნები:
მადის დაქვეითება,
ძილის დარღვევა,
კანის სიმშრალე,
კუნთების ტკივილი
ენისა და ლორწოვანი გარსისი ანთება.
ზოგ შემთხვევაში ანემია, ჰიპოტონია(ნორმაზე დაბალი არტერიული წნევა), მომატებული ქოლესტერინი და შაქრის დონე სისხლში.
მიღება: დღეში1აბი საკვებთან ერთად.
⚠️ გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის დროს.