სამუშაო საათები
09:00 - 22:00
მიტანის სერვისი
მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით
GE37TB7011445064300065
სახსრები
ჰიალურონის მჟავა
48₾
ჰიალურონის მჟავა
100მგ
ჰიალურონის მჟავა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სხეულის დატენიანებაში უჯრედულ დონეზე.
მას ორგანიზმში ძირითადად ვხვდებით სახსრებში, კანში და შემაერთებელ ქსოვილებში,
იგი ორგანიზმისათვის ერთგვარ მოლეკულურ ღრუბელს წარმოადგენს რომელიც უნარჩუნებს უჯრედებს ტენიანობას.
✅ ჰიალურონის მჟავა სახსრებში შემავალი სინოვიალური სითხის ძირითადი კომპონენტია. სწორედ ამიტომ ჰიალურონის მჟავას ფართოდ იყენებენ სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის მკურნალობის დროს.
✅ ჰიალურონის მჟავა შვებას ჰგვრის და უბრუნებს კომფორტს სახსრებში, მათ ვისაც მუხლებში ძლიერი ტკივილები ტანჯავთ, მისი დადებითი ზემოქმედებით და სინოვიალური სითხის ოპტიმიზაციით, ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს სახსრების უმტკივნეულო და გამართულ ფუნქციონირებას.
✅ ჰიალურონის მჟავა ანელებს დაბერების პროცესს და უნარჩუნებს ადამიანს ახალგაზრდულ კანს.
ჰიალურონის მჟავის მიღება სასარგებლოა:
• ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები სასიცოცხლო სისტემის ფუნქციონირების პროცესში
• ანთებითი პროცესების დროს
• ხედვის ორგანოების სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში
• ორგანიზმში ჰიდრაბალანსის დარღვევისას
• კანის საფარველისა და კანის სიმშრალის, ღრმა და მცირე ნაოჭების მოცილებისას
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების პათოლოგიისას
• კანის დაზიანება პილინგისა და სხვა აგრესიული ზემოქმედებისაგან თავის დაცვისას
• ტრავმა და რეაბილიტაციის პერიოდის დროს
მიღების წესი: 1 - 2 კაფსულა დღეში
ომეგა 3-6-9
38₾
ომეგა 3-6-9
1000მგ. 100კაფს.
➡️ომეგა-3-6-9_ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც "შეუცვლელს" უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან.
✅თევზის ქონი მდიდარია ომეგა-3-6-9 ცხიმოვანი მჟავებით. ზოგადად, ომეგა 3-6-9 ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში. მას გააჩნია ბევრი სასარგებლო თვისებება;
✅აქტიურად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს მხედველობას. იცავს თვალის ბადურას ჩამოშლისაგან, ხსნის დაძაბულობასა და სპაზმს, წმენდს მხედველობას.
✅ომეგა-3 იცავს და კვებავს ტვინს უჯრედულ დონეზე.ომეგა-3-6-9 _ის მჟავები აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის როგორიც არის სინაფსური გადაცემა უჯრედებს შორის, ომეგა-3_ის ნაკლებობა იწვევს ინტელექტისა და ლოგიკური აზროვნების დარღვევას.
✅ ომეგა-3-6-9 პირველად ჩაიწერა ისტორიაში როგორც საუკეთესო საშუალება გულ–სისხლძარღვთა, ინფარქტისა და გულის იშემიური დაავადებებთან საბრძოლველად.აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას, შესაბამისად რეგულირდება არტერიული წნევა.
✅ ომეგა-3-6-9 აქტიურად მოქმედებს ძვალ-სახსროვან, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ხელს უწყობს ადრეულ ასაკში ძვლის ფორმირების აქტივაციას და ხელს უშლის ასაკის მატებასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილების გაუხშოებას,რაც ოსტეოპოროზს იწვევს. ომეგა-3_ის ცხიმოვანი მჟავები უნარჩუნებს ელასტიურობას სახსრების შემაერთებელი ქსოვილის ელემენტებს მყესებს, იოგებს, სახსრების კაფსულებს, სასახსრე ხრტილს, აუმჯობესებს სახსრებს შიგნით შეზეთვის თვისებას. აქტიურად მოქმედებს სახსარ-შიდა ანთებითი პროცესების დროს, ასეთ დროს სახსარს იცავს დაზიანებისაგან და აქვს ტკივილ-გამაყუჩებელი ეფექტიც.
✅ ომეგა-3-6-9 -3 მჟავები ხელს უშლიან კანის დაბერებას და ამას რამდენიმე გზით აკეთებენ. მათ აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. რეგულარული მიღებისა კანის ელასტიური კოლაგენური ბაზა წყვეტს ზედმეტად ნგრევას და თანდათანობით ახლდება, კანი ინარჩუნებს სიმტკიცესა და ახალგაზრდობას. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.
1-აძლიერებს იმუნიტეტს
2-აუმჯობესებს მხედველობით პიგმენტებს
3-სასარგებლოა თმისთვის, ფრჩხილებისა და კანისთვის
4-აუმჯობესებს და იცავს დაზიანებისგან ტვინის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ლოგიკურ აზროვნებას. იცავს ტვინს კაპილარული დაავადებისაგან, რეგულარული მიღება ფაქტიურად გამორიცხავს ინსულტის რისკს.
5-არეგულირებს გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს
6-ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს ძარღვების კედლებს და უნარჩუნებს ელასტიურობას
7-ამცირებს ინსულინისადმი მდგრადობას და დიაბეტის გაჩენის რისკს
8-არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
9-ამაღლებს შრომისუნარიანობას
10-ფართოდ იყენებენ ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
ვიტამინი - d3
40₾
ვიტამინ - d3
100-კაფსულა
5000ui
ადამიანი ვიტამინ d3-ს იღებს ორი გზით: ამ ნივთიერების ნაწილს საკვებიდან ვღებულობთ, მაგრამ მას შეუძლია ორგანიზმიც წარმოიქმნას. ამისათვის ულტრაიისფერი სხივი უნდა მოხვდეს კანზე. სწორედ ამიტომ უწოდებენ ვიტამინ d3-ს “მზის ვიტამინს".
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვიტამინი d3 აუცილებელია:
ძვლებისა და კუნთების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის
სხეულისთვის, ვინაიდან ხელს უწყობს “სამშენებლო მასალას” კალციუმისა და ფოსფორს – წვრილ ნაწლავში შეწოვას
ვიტამინი d3-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს:
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სერიოზული დარღვევები
ორგანიზმის გამოფიტვა
ბავშვებში რაქიტისა და მოზრდილებში ოსტეოპოროზის განვითარება
d3 ვიტამინის დონის მინიმალური დაქვეითებითაც კი, ლეიკოციტებს აღარ აქვთ საკმარისი მასალა ფერმენტების წარმოებისთვის, რომელთა დახმარებით ისინი ამოიცნობენ და ანადგურებენ საფრთხეებს და იმუნიტეტი სუსტდება – ადამიანი უფრო ხშირად იწყებს ავადმყოფობას და სხეული უფრო მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავს გამოჯანმრთელებისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტამინ d3-ის დონის კონტროლი შემოდგომასა და ზამთარში. “გაციების” სეზონი ტვირთავს იმუნურ სისტემას, ხოლო მოკლე დღის შუქი სხეულს არ აძლევს საშუალებას მიიღოს “მზის” ვიტამინი d3.
კალციუმი მაგნიუმი თუთია + d3
40₾
კალციუმს, მაგნიუმს, თუთიასა და ვიტამინ d3
90_კაფსულა
კალციუმი-1000მგ.
მაგნიუმი-400მგ.
თუთია-15მგ.
d3-400ui
აღნიშნული ნივთიერებათა კომბინირებულ მიღებას, მრავალი დადებითი თვისება გააჩნია:
ხელს უწყობს იმუნიტეტის გაუმჯობესებას
ამაგრებს როგორც სახსრებს
Ხელს უწყობს კბილებს სიმტკიცეს
21st century კალ. მაგ. თუთიასა და ვიტამინი d3-ს კომბინაცია ასევე ეხმარება გულისა და კუნთების ფუნქციონირებას
რაც შეეღება მიღება მიღების წესს: დღეში 3 ტაბლეტი კვებასთან ერთად (არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას)
ზვიგენის ხრტილი კაფსულებში
45₾
ზვიგენის ხრტილი კაფსულებში
➡️ზვიგენის ხრტილს იღებენ ზვიგენის ხრტილოვანი ქსოვილისაგან.
ზვიგენის ხრტილი შეიცავს დუდი რაოდენობით ნივთიერება ქონდროიტინს.
♻️ქონდროიტინი.
ქონდროიტინი ორგანიზმში ხრტილოვანი ქსოვილის და შემაერთებელი ქსოვილების ზრდა_განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
ზვიგენის ხრტილი შეიცავს სინოვიალურ სითხეს, ეს სითხე მოთავსებულია სახსარში და უზრუნველყოფს მოძრაობისას სახსრის სრიალს.
ქონდროიტინი ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილში აჩქარებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას.
ზვიგენის ხრტილი წარმოადგენს უნივერსალურ, მრავალფუნქციურ პროდუქტს. მისი გამოიყენება არამხოლოდ სახსრების ჯანსაღ ფუნქციონირებას უწყობს ხელს არამედ მთლიანი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ჩვენება:
✅აქრობს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.
✅კვებავს და აღადგენს სახსრის ხრტილოვან ქსოვილს.
✅აჩქარებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილში.
✅აძლიერებს იმუნიტეტს.
✅ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას.
მიღების წესი: ერთი კაფსულა 3 - ჯერ დღეში ჭამის დროს.
⚠️გაფრთხილება: ინდივიდუალური აუტანლობა!
ზვიგენის ღვიძლის ქონი კაფსულებში
35₾
bio pharma გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ზვიგენის ღვიძლის ქონს.
პროდუქტი თავისი შემადგენლობით არის უნიკალური და ადამიანისთვის წარმოადგენს ძალიან სასარგებლო ბიოლოგიურ ნივთიერებას.
იმას შეუძლია არამარტო განკურნოს ზოგიერთი დაავადება, არამედ აღკვეთოს მათი განვითარება.
ზვიგენის ღვიძლის ქონის შემადგენლობაში შედის, ვიტამინები: a, d, e, ისინი წარმოადგენენ შეუცვლელ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გარდა, მონაწილეობენ საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის გაჯანსაღებასა და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მასში ასევე მოცულია, მიკროელემნტები: სპილეძი, რკინა, თუთია, იოდი და სხვა.
აღსანიშნავია შემდეგნი ჩამოთვლილი ნივთიერებები, რომლებიც განსაკუთრებულს ხდის ზვიგენის ქონს:
სკვალენი - მისი მოქმედების მექანიზმით ის მიეკუთვნება ძლიერი ანტიოქსიდანტების ჯგუფს, ასევე მას აქვს როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი, ასევე აღმდგენი თვისებები.
მიღების დროს ააქტიურებს იმუნურ სისტემას,
ასევე მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
სკვალენი მონაწილეობს d ვიტამინისა და ჰორმონების სინთეზში, ასტიმულირებს ორგანიზმში სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნის პროცესს.
სკვალამინი - გახლავთ ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი ნივთიერება. იგი ეხმარება ორგანიზმს დაამარცხოს ინფექციით გამოწვეული ანთებითი პროცესები ართრიტების დროს.
ალკოკსილგლიცერიდები - აუმჯობესებენ ორგანიზმში მიმდინარე იმუნურ პროცესებსა და აძლიერებს მის მუშაობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც ხელს უწყობს სახსრებში დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას ართროზის დროს. ალკოკსილგლიცერიდები ასევე ასტიმულირებენ ორგანიზმში სისხლის თეთრი ბურთულების წარმოქმნის პროცესს.
მიღების წესი: 1 - 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს.
"კავკასიური ხარისძირა" წონაში დასაკლები
30₾
კავკასიური ხარისძირა
150_კაფსულა/350მგ.
200მგ-ხარისძირა
75მგ-კოჭა
75მგ-ძირა
წონაში დასაკლები საშუალება
➡️ხარისძირა შემადგენლობით (ალკალოიდები, სტეროიდული საპონინები, ფლავანოიდები, კუმარინები, საგულე გლიკოზიდები) მრავალმხრივ ეფექტურია. ის განთქმულია წონაში დასაკლებ საშუალებად, რომელსაც არ ახლავს კანის ჩამოწელვა და არ საჭიროებს განსაკუთრებული კვების რეჟიმს და დიეტას.
ხარისძირა აწესრგიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, შედეგად:
✅ წესრგდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება, ხსნის შეკრულობას, გასტრიტს, ახორცებს წყლულებს.
✅დიაბეტის დროს არეგულირებს სისხლში შაქარს და არტერიულ წნევას.
✅ორგანიზმს წმინდავს შლაკებისგან, ტოქსინებისგან, მძიმე ლითონების მარილებისგან და რადიონუკლიდებისგან, რის შედეგადაც არა მარტო მსუბუქდება და ახალგაზრდავდება ორგანიზმი, არამედ იცავს მას სიმსივნური დაავადებებისგან და თავისთავად ძლიერდება იმუნიტეტი.
ებრძვის გინეკოლოგიურ დაავადებებს: საშვილოსნოს მიომა/ფიბრომა, მასტოფათია და უნაყოფობა.
➡️სახსრების ანთებითი დაავადებების დროს ორგანიზმში აღადგენს წყალ-მარილოვან ბალანს, რა დროსაც გამოიდევნება ზედმეტი მარილები. აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
შარდსასქესო დაავადებების დროს ებრძვის ინფექციებს, ანთების გამომწვევ ბაქტერიებს. ეფექტურია ცისტიტის, პროსტატის ადენომის და სათესლე ჯირკვლების ანთების დროს.
✅რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადებების დროს ათხელებს და გამოდევნის ნახველს.
ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ხელს უწყობს ძალების აღდგენას, აწესრიგებს ძილს. ეპილებსიით დაავადებულებში ამცირებს კრუნჩხვებში ჩავარდნის რიცხვს.
კურსი ორ ნაწილიანია, პირველი 6 თვის შემდეგ 1თვე უნდა შეისვენოთ, შემდეგი 6 თვე კვლავ გააგრძელოთ მიღება.
მიღების წესი: პირველი თვე 1-კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის დროს და მეორე თვიდან 1-კაფსულა 2-ჯერ, დილით და საღამოს.
⚠️გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დოზას, მცენარე ტოქსიკურია. არ მიიღოთ თუ გაქვთ კენჭი თირკმელში ან ნაღველში.
კოლაგენი
40₾
ჰიდროლიზირებული ზღვის კოლაგენი
60-კაფსულა/400მგ.
კანის, სახსრების და არტერიული სისტემის ჯანმრთელობისთვის.
კოლაგენი არის ცილა, ფუნდამენტური დანამატი თმის, კანის, ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის, ძვლების კვებისთვის, შემაერთებელი ადგილების უზრუნველყოფისთვის.
ის არის საშენი მასალა და შესაბამისად, ჩვენს სხეულში დიდი რაოდენობით არის, ძვლებში, მყესებში, კუნთებში და კანში.
ის უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, ტენიანობას და აღდგენას.
მას აქვს შემკვრელი და სხეულის სხვადასხვა ნაწილების გამაერთიანებელი თვისება.
კოლაგენი ასევე გვხვდება სისხლძარღვებში, ის განაპირობებს გულსისხლძარღვთა სისტემის სიძლიერეს.
კოლაგენის დეფიციტის დროს:
კანი კარგავს ელასტიურობას და ნაოჭდება.
ძვლები ხდება მსხვრევადი და მატულობს ოსტეოართრიტისა და ოსტეოპოროზი რისკი.
სისხლძარღვები ხდება სუსტი და მყიფე, რაც ქმნის ათეროსკლეროზის, ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკს.
საკვები დანამატის სახით წარმოდგენილი კოლაგენის ძირითადი წყარო არის თევზი. ჰიდროლიზებული(კოლაგენ პეპტიდი) ფორმით, ამინომჟავების დონემდე დაშლილი, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს ეფექტურად ათვისებაში.
სელის ზეთი 100-კაფსულა
35₾
სელის ზეთი კაფსულებში
100-კაფსულა/ერთი კაფსულა არის 1000მგ.
✅ სელის თესლის ზეთი შეიცავს ომეგა 3 და ომეგა 6 რაც არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და მრავალმხრივ სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.
სელის ზეთი ცივად დაწურვის მეთოდით მიიღება, რის შედეგადაც ზეთი ინარჩუნებს ყველა სასაგრგებლო ნივთიერებას.
➡️ სელის ზეთის სასარგებლო თვისებები.
✅ სელის ზეთი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე. სელის ზეთის რეგულარული მიღებისას უმჯობესდება მეხსიერება, ტვინის სიმახვილე. სელის ზეთი არათუ სასურველი, აუცილებელიც კია ბავშვებისთვის, გონება ჩამორჩენილი ადამიანებისთვის, ასევე ასაკში მყოფი ადამიანებისთვის.
✅ გულსისხლძარღვთა სისტემა. სელის თესლის ზეთი სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს სისხლძარღვების წმენდას და ანიჭებს ელასტიურობას. რაც თავის მხრივ არეგულირებს არტერიულ წნევას და ამცირებს თრომბების წარმოქმნის შესაძლებლობას. სელის ზეთის გამოიყენება სასურველია, ჰიპერტონიის, ინსულტის, ინფარქტის და გულის იშემიური დაავადების დროს.
➡️ საჭმლის მომნელებელი სისტემა.
✅ სელის თესლის ზეთის რეგულარული მიღება აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას. წმენდს ნაწლავებს პარაზიტებისგან. სელის თესლის ზეთი სასარგებლოა შემდეგი დაავადების დროს; გასტრიტის,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. კოლიტის, ცეროზის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის, ბუასილის, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, დეზინტერიის, შეკრულობის და გულძმარვის დროს..
ქალებში სელის თესლის ზეთის გამოყენება დადებითად მოქმედებს ჰორმონალურ ბალანსზე, ახდენს მის რეგულირებას.
ამცირებს ტკივილებს მენსტრუალური ციკლის დროს. სელის ზეთის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობის დროს, დადებითად მოქმედებს ჩანასახის ტვინის ზრდა განვითარებაში.
სელის ზეთი საუკეთესო იმუნო სტიმულატორია.
✅ სელის თესლის ზეთი მიღება სასურველია ბავშვებისთვის, ხელს უწყობს და კარგია მათი ზრდა განვითარებისთვის.
კარგია ჩავრთოთ ბავშვის კვების რაციონში, განსაკუთრებით ვისაც აწვს ასთმა, ბრონქებისა და ფილტვების პრობლემა. სელის ზეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ათვისებაზე, რაც აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის სწორი ზრდა განვითარებისთვის.
✅ სელის ზეთი დადებითად მოქმედებს საყრდენ მამოძრავებელ სისტემაზე, როგორიც არის: ართროზი, რევმატიზმი, ართრიტი.
✅ სელის ზეთის მოქმედება კარგად აისახება კანის ჯანმრთელობაზე და უხდება ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა; აკნე, ფსორიაზი,სებორეა, ეგზემა, მშრალი კანის გამონაყარი და კანზე ნახეთქების შეხორცება.
მიღების წესი: 1-კაფსულა 2-3 ჯერ დღეში.
⚠️გაფრთხილება: ინდივიდუალური აუტანლობა.
ომეგა - 3 90-კაფსულა
35₾
ომეგა - 3
90-კაფსულა/ ერთი კაფსულა არის 1000მგ.
✅ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც "შეუცვლელს" უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან.
✅თევზის ქონი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ზოგადად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში. მას გააჩნია ბევრი სასარგებლო თვისებება;
✅აქტიურად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს მხედველობას. იცავს თვალის ბადურას ჩამოშლისაგან, ხსნის დაძაბულობასა და სპაზმს, წმენდს მხედველობას.
✅ომეგა-3 იცავს და კვებავს ტვინს უჯრედულ დონეზე.ომეგა-3 _ის მჟავები აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის როგორიც არის სინაფსური გადაცემა უჯრედებს შორის, ომეგა-3_ის ნაკლებობა იწვევს ინტელექტისა და ლოგიკური აზროვნების დარღვევას.
✅ომეგა-3 პირველად ჩაიწერა ისტორიაში როგორც საუკეთესო საშუალება გულ–სისხლძარღვთა, ინფარქტისა და გულის იშემიური დაავადებებთან საბრძოლველად.აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას, შესაბამისად რეგულირდება არტერიული წნევა.
✅ომეგა-3 აქტიურად მოქმედებს ძვალ-სახსროვან, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ხელს უწყობს ადრეულ ასაკში ძვლის ფორმირების აქტივაციას და ხელს უშლის ასაკის მატებასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილების გაუხშოებას,რაც ოსტეოპოროზს იწვევს. ომეგა-3_ის ცხიმოვანი მჟავები უნარჩუნებს ელასტიურობას სახსრების შემაერთებელი ქსოვილის ელემენტებს მყესებს, იოგებს, სახსრების კაფსულებს, სასახსრე ხრტილს, აუმჯობესებს სახსრებს შიგნით შეზეთვის თვისებას. აქტიურად მოქმედებს სახსარ-შიდა ანთებითი პროცესების დროს, ასეთ დროს სახსარს იცავს დაზიანებისაგან და აქვს ტკივილ-გამაყუჩებელი ეფექტიც.
✅ომეგა -3 მჟავები ხელს უშლიან კანის დაბერებას და ამას რამდენიმე გზით აკეთებენ. მათ აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. რეგულარული მიღებისა კანის ელასტიური კოლაგენური ბაზა წყვეტს ზედმეტად ნგრევას და თანდათანობით ახლდება, კანი ინარჩუნებს სიმტკიცესა და ახალგაზრდობას. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.
1-აძლიერებს იმუნიტეტს
2-აუმჯობესებს მხედველობით პიგმენტებს
3-სასარგებლოა თმისთვის, ფრჩხილებისა და კანისთვის
4-აუმჯობესებს და იცავს დაზიანებისგან ტვინის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ლოგიკურ აზროვნებას. იცავს ტვინს კაპილარული დაავადებისაგან, რეგულარული მიღება ფაქტიურად გამორიცხავს ინსულტის რისკს.
5-არეგულირებს გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს
6-ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს ძარღვების კედლებს და უნარჩუნებს ელასტიურობას
7-ამცირებს ინსულინისადმი მდგრადობას და დიაბეტის გაჩენის რისკს
8-არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
9-ამაღლებს შრომისუნარიანობას.
10-ფართოდ იყენებენ ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი: ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში
⚠️გაფრთხილება: ინდივიდუალური აუტანლობა.
კანაფის ზეთი კაფსულებში
40₾
კანაფის ზეთი კაფსულებში
(ომეგა 3, 6, 9)
(ცივი პრესით მიღებული) 700mg, 60კაფსულა
კანაფის თესლის ზეთი გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემის დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა: გულ–სისხლძარღვოვანი დაავადებები, სასუნთქი სისტემა, ნერვული სისტემა, ძვალ_სახსროვანი სისტემა, ქიმიოთეპიის შემდგომი პროფილაქტიკა, საჭმლის მომნელებელი სისტემა.
კანაფის ზეთი აძლიერებს გულის კუნთოვან ქსოვილს და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას. ამას გარდა, კანაფის ზეთში შედის ვიტამინები: მაგნიუმი და კალიუმი, ისინი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და გულის კუნთის მდგომარეობაზე.
კანაფის ზეთის მიღება სასურველ გავლენას ახდენს სასუნთქი გზების კატარით, მწვავე ქრონიკული ბრონქიტით, პნევმონიით, ასთმითა და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებში.
კანაფის ზეთი გამოიყენება გასტრიტის, კოლიტის, ენტერიტის, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. ხელს უწყობს კუჭის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
კანაფის ზეთი შეიცავს ალფალინოლის მჟავას, რომელიც აადვილებს კალციუმის ათვისების პროცესს და შესაბამისად ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას.
ამ მცენარეს ერთერთ საუკეთესო მცენარედ თვლიან კიბოს სამკურნალოდ, მათ შორის ქიმიოთერაპიის შემდგომ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
კიბოს სამკურნალოდ განკუთვნილი ქიმიოთერაპია ვერ შეედრება კანაფის ზეთს მისი ანტიკარციოგენური და ანტიმოტორული თვისებებით. ათასობით ონკოლოგთან გასაუბრების შემდეგ,დაახლოებით 60% -მეტმა მიიჩნია, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ არამხოლოდ სასურველი აუცილებელიც კია კანაფის ზეთის გამოყენება.
კანაფის ზეთის რაციონში ჩართვა რეკომენდირებულია:
ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, აგრეთვე ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებში,აქრობს სახსრების ანთებითი პროცესებს. კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, რკინას და თუთიას, რომლბიც მონაწილეობას იღებენ სისხლის უჯრედების სინთეზში.
კანაფის თესლის კაფსულები რეკომენდირებულია ანემიით დაავადებულთათვის.
მიღება: დღეში 1 კაფსულა, საკვებთან ერთად.
⚠️ გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე მოერიდეთ მიღებას.
ნივრის ზეთი კაფსულებში
75 ₾
60₾
ნივრის ზეთი კაფსულებში
✔️ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ძლიერი ანტიოქსიდანტი.
შეიცავს b ჯგუფის, a d e და c ვიტამინებს.
მიკრო და მაკრო ელემენტებს ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, მარგანეცი, სელენი, ცინკი, უჯერი ალდეჰიდები და გოგირდი. გოგირდის შემცველი ნივთიერებები ანუ სულფიდები ზრდის უჯრედებში შეღწევადობის უნარს, რაც ზრდის მის ეფექტიანობას.
✅ ებრძვის სტაფილოკოკებს, დიზენტერიისა და ტიფის გამომწვევ ბაქტერიებს.
✅ ებრძვის პათოგენურ სოკოებს.
✅ შხამის მოლეკულებს უმოქმედო მდგომარეობაში აქცევენ, სანამ ორგანიზმიდან გაიდევნება.
✅ დევნის შლაკებს.
✅ აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
✅ გამოიყენება რესპირატორული დაავდებების დროს.
✅ დადებითად მოქმედებს პანკრეასზე, ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას.
✅ აქვს ნაღველმდენი მოქმედება, რაც აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისტემას.
✅ გამოიყენებენ სიმსივნესთან საბრძოლველად, კვლევების თანახმად ეფექტიანი საშუალებაა.
მაგალითად: მამაკაცებში ხელს უშლის კიბოსა და პროსტატის სიმსივნის განვითარებას. 2წლიანი კვლევის შედეგად, ამავე სიმსივნით დაავადებულ 238 პაციენტს, ნივრის ექსტრაქტის ყოველდღიური მიღებით, 50% შეუჩერდათ სიმსივნის ზრდა.
ნივრის მთავარი მახასიათებელი სისხლის და სისხლძარღვების გაწმენდაა, რის შედეგადაც:
ძლიერდება იმუნიტეტი,
სისხლძარღვები ხდება ელასტიური,
რეგულირდება წნევა,
აუმჯობესებს გულის მდგომარეობას,
სისხლში ამცირებს გლუკოზის დონეს,
აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას,
ნორმაში მოყავს ქოლესტერინის დონე,
ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას,
გამოიყენება ასევე, ასთმის, იშიაზის(საჯდომის ნერვის ანთება), პოდაგრის, სახსრების ანთების, სახის ნაწილობრივი პარალიზის და ნერვული დაავადებების დროს.
მიღების წესი: მკურნალობის შემთხვევაში, დღეში 1-4 კაფსულა კვების დროს. პროფილაკტიკისთვის - 1კაფსულა დღეში 2ჯერ, კვების დროს.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის დროს მოერიდეთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიღებას. ასევე თუ იღებთ რაიმე მედიკამენტებს, შეათანხმეთ ექიმთან.
უკუჩვენება: მხოლოდ დოზის გადამეტების შემთხვევაში.
⚠️ არ მიიღოთ გართულებული კოლიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში
.