სამუშაო საათები
09:00 - 22:00
მიტანის სერვისი
მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით
GE37TB7011445064300065
ღვიძლი
ღვიძლის გამწმენდი კომპლექსი
45₾
ღვიძლის გამწმენდი კომპლექსი
90-კაფსულა
✅ ღვიძლის გამწმენდი
პრეპარატის ბუნებრივი კომპლექსი ღვიძლს ეხმარება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდაში.
ხშირ შემთხვევაში არასწორი კვების შედეგად ხდება ღვიძლის ზედმეტად დათვირთვა, რაც იწვევს მის დისფუნქციას, რადგან ღვიძლი მავნე ნივთიერებებისგან ვეღარ თავისუფლდება და ვითარდება სხვადასხვა დაავადებები.
ეს მცენარეული კომპლექსი ღვიძლს ეხმარება გაწმენდაში, დეტოქსიკაციაში და უჯრედების აღდგენაში, რის შემდეგაც ღვიძლი იწყებს აღდგენას და უბრუნდება თავის ფუნქციას, დაიცვას ორგანიზმი მავნე ნივთიერებების ზეგავლენისგან.
ბუნებრივი კომპლექსი შედგება: ბაყაყურას თესლის ექსტრაქტი, ბაბუაწვერას და ოროვანდის ფესვები, შავი ბოლოკი, n-აცეტილცისტეინი(nac), ტრიმეთილის გლიცინი და ალფა-ლიპოური მჟავა.
➡️მიღების წესი: დღეში 1 კაფსულა 2_ჯერ დღეში საკვებთან ერთად.
⚠️გაფრთხილება: ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში, ასევე თუ გაწუხებთ ნაღვლის ბუშტი, მოერიდეთ მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ნაწლავის ან ნაღვლის სადინარების ობსტრუქციის შემთხვევაში არ მიიღოთ პრეპარატი.
ზვიგენის ღვიძლის ქონი კაფსულებში
35₾
bio pharma გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ზვიგენის ღვიძლის ქონს.
პროდუქტი თავისი შემადგენლობით არის უნიკალური და ადამიანისთვის წარმოადგენს ძალიან სასარგებლო ბიოლოგიურ ნივთიერებას.
იმას შეუძლია არამარტო განკურნოს ზოგიერთი დაავადება, არამედ აღკვეთოს მათი განვითარება.
ზვიგენის ღვიძლის ქონის შემადგენლობაში შედის, ვიტამინები: a, d, e, ისინი წარმოადგენენ შეუცვლელ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გარდა, მონაწილეობენ საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის გაჯანსაღებასა და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მასში ასევე მოცულია, მიკროელემნტები: სპილეძი, რკინა, თუთია, იოდი და სხვა.
აღსანიშნავია შემდეგნი ჩამოთვლილი ნივთიერებები, რომლებიც განსაკუთრებულს ხდის ზვიგენის ქონს:
სკვალენი - მისი მოქმედების მექანიზმით ის მიეკუთვნება ძლიერი ანტიოქსიდანტების ჯგუფს, ასევე მას აქვს როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი, ასევე აღმდგენი თვისებები.
მიღების დროს ააქტიურებს იმუნურ სისტემას,
ასევე მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
სკვალენი მონაწილეობს d ვიტამინისა და ჰორმონების სინთეზში, ასტიმულირებს ორგანიზმში სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნის პროცესს.
სკვალამინი - გახლავთ ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი ნივთიერება. იგი ეხმარება ორგანიზმს დაამარცხოს ინფექციით გამოწვეული ანთებითი პროცესები ართრიტების დროს.
ალკოკსილგლიცერიდები - აუმჯობესებენ ორგანიზმში მიმდინარე იმუნურ პროცესებსა და აძლიერებს მის მუშაობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც ხელს უწყობს სახსრებში დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას ართროზის დროს. ალკოკსილგლიცერიდები ასევე ასტიმულირებენ ორგანიზმში სისხლის თეთრი ბურთულების წარმოქმნის პროცესს.
მიღების წესი: 1 - 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს.
კურკუმინი
55₾
კურკუმინი
120-კაფსულა/500მგ 1-კაფსულა
კურკუმას ცნობილია აღმოსავლურ ტრადიციულ სამზარეულოში.. რატომ არის კურკუმა ასეთი პოპულარული? გარდა იმისა რომ გემრიელს ხდის საკვებს, ასევე ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის,ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, აფერხებს სიბერეს და ებრძვის მიმდინარე ანთებით კერებს.
კურკუმას საოცარი სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტით კურკუმინით. რომელიც მრავამხრივ ეხმარება ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლაში: ებრძვის ანთებით პროცესებსა და სიმსივნური უჯრედების განვითარებას, ასევე
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას,
იცავს ღვიძლის ქსოვილს, კურკუმა არა მხოლოდ დამცავი ბარიერის როლს ასრულებს ღვიძლისთვის ტოქსინებთან ბრძოლაში, არამედ აღადგენს მის დაზიანებულ ადგილებს. გარდა ამისა, საგრძნობლად აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
კურკუმინი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, თუმცა ჩვეულებრივი ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით მხოლოდ მავნე ბაქტერიებს სპობს, არა მთლიანად ნაწლავურ ფლორას.
ასუფთავებს სისხლს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი:_ კურკუმა ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტია, შესაბამისად ის ორგანიზმში მჟავა გარემოს ანეიტრალებს, რაც პირდაპირ კავშირშია სიმსივნის განვითარების მაღალ რისკებთან, იცავს ორგანიზმს სიმსივნური წარმონაქმნებისაგან. ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჩვენება:
ალიერებს იმუნიტეტს.
ეხმარება ორგანიზმს_არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
ორგანიზმს ეხმარება კიბოსთან ბრძოლაში რადგან არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
წმენდს და მთლიანობაში კარგად მოქმედებს სისხლზე .
ხელს უშლის ტრომბებული ფოლაქების წარმოქმნას.
დადებითად მოქმედებს ბავშვებზე, ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას.
ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
ასტიმულირებს სისხლში ელითროციტების წარმოქმნას.
სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან.
ამაგრებს გულის კუნთს და რაც დადებითად აისახება გულის მუშაობაზე.
დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზე.
კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
კარგად მოქმედებს ნაწლავურ მიკრო_ფლორაზე.
ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოდევნაში.
ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში.
აქვს ნაღვლმდენი და ნაღველწარმომქნი ზემოქმედება.
ღვიძლიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.
არის ძლიერი ანტისეპტიკი.
ართრიტით და ართროზით გამოწვეული ტკივილ_გამაყუჩებელი,კარგად მოქმედებს ანთებით პროცესებზე
დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე რესპირატორული დაავადებების დროს.
⚠️გაფრთხილება: თუ გაქვთ ლაქტაციის პერიოდი ან ხართ ორსული გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მიღების წესი: 1-კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
გოგრის ზეთი კაფსულებში
65₾
გოგრის ზეთი კაფსულებში
200-კაფსულა/ ერთი კაფსულა არის 1000 მილიგრამი
ბევრი პაციენტი ვინც ხშირად იღებს გოგრის ზეთს აღნიშნავს რომ შეძლეს ერთდროულად მოეშორებინათ სხვადასხვა მძიმე პრობლემა. გოგრის თესლის ზეთს გააჩნია ბევრი სასარგებლო თვისება რომელიც მრავალ მხრივ აუმჯობესებს ორგანიზმის ფუნქციონირებას. იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას თავისუფალი რადიკალებისგან.
აშკარა და ნათელ შედეგს იძლევა პროსტატის ადენომის მკურნალობისას.
ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას,იცავს კონცეროგენებისგან და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
გოგრის თესლის ზეთს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება, მისი რეგულარული მიღება წმენდს ნაწლავებსა და სისხლს უამრავი მიკრობული ბაქტერიებისაგან და სისხლი ინარჩუნებს თავის პროპორციულ შემადგენლობას.
გოგრის თესლის ზეთის ცხიმოვანი მჟავები ვიტამინები a, e, c ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების გაძლიერებას და აღადგენს მათ ელასტიურობას, გარდა ამისა ცხიმოვანი მჟავები, ფიტოსტეროლები e, f, b3, b6, მაგნიუმი შესამჩნევად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ასუფთავებს სისხლძარღვების კედლებს ქოლესტერინის გროვებისგან. მიკრო ელემენტები; მაგნიუმი, კალციუმი, სელენი, კალიუმი აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვის ძალას და არეგულირებს მუშაობის რიტმს. გოგრის ზეთის გამოყენება რეკომენდებულია ჰიპერტონიის, არითმიის, ათეროსკლეროზის, ინსულტის, გულის იშემიური დაავადებების და ინფარქტის კომპლექსური მკურნალობის დროს.
გოგრის თესლის ზეთი შეუცვლელია შარდის ბუშტისა და პროსტატის წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მკურნალობისას. აყუჩებს ტკივილს პროსტატაში და ხელს უწყობს უმტკივნეულოდ შარდის გამოყოფას. გოგრის ზეთი აჯანსაღებს და მასტიმულირებლად მოქმედებს მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემაზე ეს იმიტომ რო ზეთი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომლებსაც აქვთ , ბაქტერიოციდული, შარდმდენი და ანტი სისმსივნური ზემოქმედება, ამასთანავე აუმჯობესებს ერექციას და აწესრიგებს სპერმატოგენოზის პროცესს. გოგრის თესლის ზეთში შემავალი ნივთიერებები იცავს შარდ-სასქესო ორგანოების ქსოვილს ანთებითი პროცესებისგან.გოგრის თესლის ზეთი დადებითად აისახება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობაზე. ვინაიდან ზეთში შემავალი ნივთიერებები როგორიც არის ბუნებრივი ფოსფორიდები, , ფლავონიდები, ცხიმმჟავები ვიტამინები Т, А და Е არეგულირებს ნაღვლის გამოყოფას, აღდგენს ღვიძლის სტრუქტურას და ასევე იცავს ცხიმების დაგროვებისგან. ხელს უშლის ანთებით პროცესებს ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში და ნაღვლის სადინარში.
⚠️ გაფრთხილება: უკუჩვენება არა აქვს გარდა პირადი აუტანლობისა.
მიღების წესი: 1_კაპსულა 2_ჯერ დღეში სასურველია საკვებთან ერთად.
ბაყაყურას ექსტრაქტი კაფსულებში
65₾
ბაყაყურას ექსტრაქტი კაფსულებში
200 კაფსულა / 1 კაფსულა არის 3000 მილიგრამი.
დასამზადებლად გამოყენებულია ბაყაყურას უმაღლესი ხარისხის თესლი.
კაფსულები აადვილებს ექსტრაქტის მიღებას და დოზის დაცვას.
ბაყაყურა ცნობილია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ, რომელსაც უკვე დიდი ხანია იყენებენ.
ბაყაყურას ექსტრაქტი არის უძლიერესი ჰეპატოპროტექტორი, რაც ნიშნავს:
✅ჰეპატოციტების მავნე ფაქტორებისგან დაცვას,
✅ტოქსიკური ნივთიერებების განეიტრალებას,
✅ღვიძლის დეტოქსიკაციურ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას,
✅ვირუსული ინფექციების დროს ღვიძლის დაცვას,
✅უჯრედების მემბრანის დაცვა და რეგენერაციას,
✅ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და ცილის სინთეზს,
✅ზრდის წინააღმდეგობას გარემო უარყოფითი ფაქტორების მიმართ,
✅დევნის მავნე ქოლესტერინს.
ზრდის ნაღვლის წვენის გამოყოფას.
✅აღადგენს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას და აწესრიგებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცეს.
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები:
❗ დაზიანებული უჯრედები,
❗ სისხლძარღვებში დაგროვილი ქოლესტერინი,
❗სუსტი იმუნური სისტემა, რაზეც ადვილად ზემოქმედებს გარე უარყოფითი ფაქტორები,
❗ცილების და სხვა ელემენტების სინთეზის დარღვევა,
❗ ნაღვლის არასაკმარისი წვენი.
❗ინტოქსიკაცია.
➡️მიღება: დღეში 1 ან 2 კაფსულა კვების დროს.
⚠️ გაფრთხილება:
ფეხმძიმობის ან ლაქტაციის დროს მოერიდეთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიღებას.